კოტე იოსელიანი - დაკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, შეკითხვები იყო: „რა გეცვა, რომელ საათზე, სად წახვედი და რამდენი ხნით“ - მოლოდინი არ მაქვს, რომ საქმეს გამოიძიებენ და გახსნიან

არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და გახსნილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

კოტე იოსელიანის განმარტებით, გამოკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, „ჩვეულებრივი შეკითხვები იყო, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა“.

„გამოძიებას ჰქონდა კონკრეტული შეკითხვები. მიწოდებულია ყველა ინფორმაცია. არსებობს ყველანაირი გარემოება იმისათვის, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. არის უამრავი ობიექტი, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერებით. სურვილის შემთხვევაში ამ ფაქტის გამოძიებას და ყველა დეტალის დადებას არაფერი არ სჭირდება, არ სჭირდება განსაკუთრებული დრო და ძალისხმევა. თუმცა დრო გვაჩვენებს, სურვილი რამდენად დიდია და რამდენად ადეკვატური იქნება რეაქცია.

არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და გახსნილი. დაკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელიც შედგებოდა კონკრეტული შეკითხვებისგან, შეკითხვებზე გავეცი პასუხი. შეკითხვები იყო: რა გეცვა, რომელ საათზე სად წახვედი და რამდენი ხანი? ჩვეულებრივი შეკითხვები იყო, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა. ამ შეკითხვებზე პასუხი გავეცი და ამით დასრულდა ეს პროცესი“, - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, რომელშიც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე რვა საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი „მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ე.წ. მოდულის შენობაში“.

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო