ირაკლი კობახიძე - ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა, ასეთად დარჩეს, თუმცა ევროპული ბიუროკრატია აკეთებს ყველაფერს, რომ განწყობა შეიცვალოს, ჩვენ ჯიუტად განვაგრძობთ ევროკავშირისკენ სვლას

ჩვენთვის ძალიან დასანანია ის უსამართლო შეფასებები, განცხადებები, რაც ხშირად ისმის ხოლმე საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა უსამართლო განცხადებებისა, ხშირად არის არასწორი პრაქტიკა, მათ შორის დაფინანსების.

„ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ექსტრემიზმის დაფინანსების პრაქტიკაც ისეთი ინსტიტუციების მხრიდან, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული ევროპულ ბიუროკრატიასთან. ჩვენ ვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო პროცესებში ჩარევის პირდაპირი პრეცედენტები და ზოგადად, ვხედავთ, რომ სათანადოდ არ სცემენ ხოლმე პატივს საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს, რაც ჩვენთვის ძალიან დასანანია. ჩვენთვის ევროკავშირი წლების განმავლობაში იყო სამართლიანობის სიმბოლო და გვინდა, რომ დარჩეს მომავალშიც სამართლიანობის სიმბოლო, თუმცა ევროპული ბიუროკრატია, სამწუხაროდ, აკეთებს ხოლმე ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა შეიცვალოს. ჩვენ ჯიუტად განვაგრძობთ ევროკავშირისკენ სვლას და ამასთან ერთად გამოვთქვამთ იმედს, რომ იმ დროისთვის, როდესაც საქართველო იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ეს დამოკიდებულება შეიცვლება. ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გამოთქვა ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ დადებითი მიმართულებით შეიცვლება მოვლენების განვითარება ევროპაში და ჩვენც გვინდა გამოვთქვათ ასეთი ოპტიმიზმი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დამოკიდებულების ცვლილება, რადგან გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური მიზანი - ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვინდა გავწევრიანდეთ სამართლიან ევროკავშირში, სადაც ბიუროკრატია და პოლიტიკოსები სამართლიანად აფასებენ მოვლენებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ამ ჭრილში კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს და უნგრეთის ხელისუფლებას სწორედ რომ მათი სამართლიანი დამოკიდებულებისთვის. თუ ვინმესგან ვისმენთ ჩვენ სამართლიან შეფასებებს და ვხედავთ სამართლიან დამოკიდებულებას, ეს არის უნგრეთის ხელისუფლება. სწორედ ამ სამართლიანობის გამოხატულებაა ის, რომ უნგრეთი რჩება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ყველაზე მკაფიო და ძლიერ მხარდამჭერად. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის ჩვენს უნგრელ მეგობრებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს