საქართველო-უნგრეთის მთავრობათშორისი სამიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა

ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ სამიტის ფარგლებში შეთანხმებების გაფორმება სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და მტკიცე ინსტიტუციურ საფუძველს შექმნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის. ამავე კონტექსტში აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მნიშვნელობაც, რომელიც საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორობის ეფექტური ფორმატია.

„მინისტრებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ვაჭრობის, ეკონომიკისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და ხაზი გაუსვეს ამ და სხვა სფეროებში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს ევროპული მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისთვის - როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ-ექსპერტულ დონეზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხარეები მომავალშიც განაგრძობენ ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას.

საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს