გელა გელაძე - უნგრელ კოლეგასთან განვიხილე თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რომელიც პოლიციის  ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას შეეხება

უნგრელ კოლეგასთან განვიხილე თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

“უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ ფორმატში, შეხვედრა გავმართეთ ჩემს უნგრელ კოლეგასთან, ბატონ პინტერთან, რომელთანაც საუბარი გვქონდა არსებული მემორანდუმებისა და შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობის შედეგებზე. ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც შეეხება პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას, ორგანიზებულ დანაშაულს, კიბერუსაფრთხოებასა და მიგრაციას“, - განაცხადა გელაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, უნგრელ კოლეგა შანდორ პინტერთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა