ანდრეი სიბიგა - ოდესის სამიტზე უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტები დადასტურდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ოდესაში „უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის“ სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების დროს კიევისთვის თავდაცვის სფეროში დამატებითი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის კოლეგებს შორის გამართული ორმხრივი შეხვედრების დროს ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან თავდაცვის სფეროში დახმარების დამატებითი პაკეტები დადასტურდა.

სიბიგას ინფორმაციით, ლიდერებმა ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა და უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერება განიხილეს.

„ჩვენი პარტნიორები უკვე დაინტერესდნენ, თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ზამთრის პერიოდის წინ. ჩვენ დავინახეთ მათი მზაობა, გაწიონ კონკრეტული დახმარება“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, ოდესაში გამართული სამიტის მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ის, რომ უკრაინა მარტო არ არის. „ჩვენი უახლოესი მოკავშირეები ჩვენთან არიან, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ჩვენთან არიან“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ოდესაში გუშინ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის, ხორვატიისა და მონტენეგროს ლიდერებმა, ასევე სერბეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის