მედია - ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად მზადაა

ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად სრულად მზადაა, - ამის შესახებ CBS News-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ ირანმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს მეზობელ ერაყში მდებარე გარკვეულ ამერიკულ ობიექტებზე დარტყმით და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის ოფიციალური პირების ნაწილს ერაყის დატოვება უბრძანა, პენტაგონმა კი ამერიკელი სამხედროების ოჯახის წევრებს ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პერსონალი ახლო აღმოსავლეთიდან იმიტომ გაჰყავთ, რომ „ეს შესაძლოა სახიფათო ადგილი იყოს“. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რაიმე გაკეთდეს რეგიონში ტემპერატურის შესამცირებლად, ტრამპმა უპასუხა: „არ შეიძლება, მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ძალიან მარტივია, მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“. მისი თქმით, სულ უფრო და უფრო ნაკლებად დარწმუნებულია, რომ თეირანი ურანის გამდიდრების შეჩერებას დათანხმდება, რაც ამერიკის მთავარი მოთხოვნაა.

ამასთან, ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ ირანს დაარტყამენ, ის საპასუხო ზომებს მიიღებს რეგიონში აშშ-ის ბაზებზე დარტყმით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს