საია - პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის - ეს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას წარმოადგენს და მსუსხავი ეფექტი აქვს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, მოქალაქეების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიერ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების გამო საქმეთა წარმოება წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას და მსუსხავ ეფექტს ქმნის.

საია-ს განმარტებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან აღნიშნული მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, „რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ „ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან”.

„სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას, და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი.

საიას შეფასებით, ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ „ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან“, - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა