არჩილ გორდულაძე - გარედან დაფინანსებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს დონორების პასუხისმგებლობაცაა - ადგნენ ახლა ეს ადამიანები, კარგად გაითავისონ, რა არის მათი დარღვევა და თავი გააკონტროლონ

ადგნენ ახლა ეს ადამიანები, კარგად გაითავისონ, რა არის მათი ქმედება, მათი დარღვევა და პირველ რიგში, თავი გააკონტროლონ! - დაიმახსოვრონ, რომ ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი უფლებები იწყება! - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარებას გამოეხმაურა.

გორდულაძემ ამ კონტექსტში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და საელჩოებიც გააკრიტიკა. როგორც მან განაცხადა, „გარედან დაფინანსებული, პირდაპირ დავალებამიღებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს მათ პასუხისმგებლობასთან ერთად, დონორების პასუხისმგებლობაც არის“.

„დაინტერესებული ჟურნალისტები აკეთებენ განცხადებებს და სვამენ კითხვებს იმ საჩივრებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანების შეურაცხყოფას, მათზე გადაკიდებას და ლანძღვა-გინებას ეხება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში, სოციალურ ქსელში - პლატფორმა X-ზე გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ გაკეთდა და რომელსაც მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი უწოდეს, ამ განცხადების გამო 58 წლის მამაკაცი პასუხისგებაში მიეცა და მის მიმართ ჯარიმა იქნა გამოყენებული.

რაც დასაშვებია გერმანიაში, თურმე აკრძალული უნდა იყოს საქართველოში - ადამიანი ადამიანია გერმანიაშიც და საქართველოშიც. ადამიანის უფლებები გერმანიაშიც არის დაცული და საქართველოშიც უნდა იყოს დაცული!

გარედან დაფინანსებული, პირდაპირ დავალებამიღებული ადამიანები თუ სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ეს მათ პასუხისმგებლობასთან ერთად, დონორების პასუხისმგებლობაც არის, რომელთაც ამ პასუხისმგებლობის აღება საერთოდ არ უნდათ. ხშირად წამქეზებლები უფრო არიან! ვერც ერთ დონორს, ვერც ერთ საელჩოს წარმომადგენელს, ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი ასოებით ადამიანის უფლებების დაცვა რომ უწერიათ წესდებებში, ერთი სიტყვა ვერ ვათქმევინეთ. არად დაგიდებენ არც ბავშვის, არც ქალის და არაც მამაკაცის უფლებებს, მაგრამ სხვა ადამიანების შეურაცხყოფებით კი არიან კარგად გამორჩეულები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით დაწერილი სტატუსების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა და გამოქვეყნებული სტატუსების გამო მათ დაჯარიმებას ითხოვს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია