შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირმა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო დიპლომატიური პასპორტების გაუქმების თაობაზე პოლიტიკური სადამსჯელო გადაწყვეტილება, რაც ქართველი ხალხისადმი ბრიუსელის ბიუროკრატიის არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას აჩვენებს

ევროკავშირმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო პოლიტიკური სადამსჯელო გადაწყვეტილება, რაც ბრიუსელის ბიუროკრატიაში იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას აჩვენებს, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ პაველ ჰერჩინსკი 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, რომლითაც დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო რეჟიმი ვრცელდებოდა, იტყვის, რომელი მუხლის რომელი პუნქტის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

„რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებს და ევროკავშირის ელჩის განცხადებას, კარგი იქნება თუ იტყვის 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, რომლითაც დიპპასპორტებზე უვიზო რეჟიმი ვრცელდებოდა, რომელი მუხლის რომელი პუნქტის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ევროკავშირმა დაარღვია ეს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 2010 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიდო დიპლომატთა პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო რეჟიმზე. დაარღვია და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო პოლიტიკური სადამსჯელო გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ბრიუსელის ბიუროკრატიაში იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „ევროკავშირში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების, გადაწყვეტილებებისა და კანონების საპასუხოდ, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

მისივე განცხადებით, ერთ-ერთი იდეა უვიზო რეჟიმის შეჩერებაა, თუმცა ამ ეტაპზე უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება.

„ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ არ გვინდა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო საფასური რიგითმა ადამიანებმა გადაიხადონ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეგვეჩერებინა და არა ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელებისთვის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები