შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქ“ სტატუსებზე - ზიზღის ენა, რომელიც იმპორტირებულია, გარედან მოდის, უნდა შეჩერდეს - ადამიანები, ვის წინააღმდეგაც საჩივრებია, ინსტრუმენტი და შემსრულებლები არიან

ამ ადამიანების აზროვნება გამრუდებულია - ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებსაც გარედან იყენებენ იმისთვის, რომ ზიზღი დათესონ საქართველოში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსების გამო ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლოში დაბარებას შეეხებოდა.

პაპუაშვილის თქმითვე, „ამ ადამიანებს სიძულვილისთვის გარედან მართულად, დაფინანსებით, ხელშეწყობითა და ტაშის დაკვრით იყენებენ, რათა ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდეს“.

„ამ ადამიანების აზროვნება გამრუდებულია. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებსაც გარედან იყენებენ იმისთვის, რომ ზიზღი დათესონ საქართველოში. გულწრფელი ემოციური დაზიანებული ადამიანებიც არსებობენ, თავისუფალი ხალხი რომ არის ზოგიერთი. საქმეც ესაა, მოწყვლადი ადამიანების ჯგუფია. მათ შორის, ამის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კი რაიმეში ევროკავშირის საელჩომ ფული უნდა დახარჯოს, უნდა დახარჯოს ამ ადამიანების ბრაზის მართვის თერაპიაში. იმიტომ, რომ ემოციურად დაზიანებული მოწყვლადი ადამიანები არიან. ამ ადამიანებს სიძულვილისთვის გარედან მართულად, დაფინანსებით, ხელშეწყობითა და ტაშის დაკვრით იყენებენ, რათა ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდეს. რამდენჯერაც სიძულვილის ფაქტები მოხდა, იმდენჯერ გამოვიდა ხან ევროკომისიის პრესსპიკერი, ხან რომელიღაც ელჩი, ხან რომელიმე კომისარი და ყოველ ჯერზე, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მარიამ ლაშხზე მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით თავდასხმა, სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ხალხს, რომელიც ამას ჩადიან. ეს არის მიზეზშედეგობრივი კავშირი. აშშ-ის წინა ელჩს უყვარდა ხოლმე იმის თქმა, რომ ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი. ზუსტად, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი სქემაა, როდესაც სხვა საზოგადოებაში სოციალური ქსელის მეშვეობით დაპირისპირების შემოღება გსურს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმითვე, „ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარედან იმპორტირებული ზიზღის ენა შეჩერდეს“.

„ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზიზღის ენა, რომელიც გარედან, უცხოეთიდან არის შემოტანილი და იმპორტირებულია, ეს იმპორტირებული ზიზღის ენა შეჩერდეს. მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ვის წინააღმდეგაც საჩივრებია, მხოლოდ ინსტრუმენტები და შემსრულებლები არიან. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი კამპანია, რომელიც გარედან არის დაფინანსებული და შემოტანილი. ამიტომ, მოპასუხეები არ არიან ეს ინსტრუმენტები, რომლებიც სოციალურ ქსელში თავის ბოღმას ანთხევენ, არამედ ის დონორები, ის ელჩები არიან, რომლებიც ახალისებენ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ამ სიძულვილის კამპანიას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის. სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით დაწერილი სტატუსების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა და გამოქვეყნებული სტატუსების გამო მათ დაჯარიმებას ითხოვს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა