აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი კვირას ომანში გაიმართება

აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი კვირას ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ომანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც Reuters წერს, აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანს არ მიეცემა ბირთვული იარაღის ქონის უფლება.

ამასთან, ირანელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ირანი ურანის გამდიდრების უფლებას არ დათმობს. მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანი ისრაელის შესაძლო დარტყმის შესახებ რეგიონის „მეგობრულმა“ ქვეყანამ გააფრთხილა.

მისი თქმით, დაძაბულობის გაზრდის მიზანს თეირანზე „ზეწოლის მოხდენა წარმოადგენს, რათა მან ბირთვული უფლებების შესახებ პოზიცია შეცვალოს“.

„ჩვენ არ გვინდა დაძაბულობა და ბირთვული საკითხის მოსაგვარებლად უპირატესობას დიპლომატიას ვანიჭებთ, თუმცა ჩვენი შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რომ ნებისმიერ სამხედრო დარტყმას უპასუხონ“, - განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

ცნობისთვის, გამოცემა CBS News-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად მზად არის. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ერაყში მდებარე საელჩოს ნაწილობრივ ევაკუაცია და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ტერიტორიიდან პერსონალის ნაწილის გაყვანა დაიწყო.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პერსონალი ახლო აღმოსავლეთიდან იმიტომ გაჰყავთ, რომ „ეს შესაძლოა სახიფათო ადგილი იყოს“. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო