გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივნისს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში - ცამეტი ასურელი მამის, სვეტიცხოვლის, შეყლაშვილის, ჩარგალეთის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, მსხალდიდი, ლისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 12:00 საათამდე აბონენტებს დუშეთი მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახატანი, ჭოპორტი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 12:10 საათამდე აბონენტებს მცხეთაში გმირის, ღვინჯილიას, მუხრანის, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე წიწამურში, საგურამოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭოპორტი, ბიწმენდი, ჯიღაურა, გალავანი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ზაქარო, ზედაზენი, წყაროსთავი და მიმდებარე სოფლებში; 14:50-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში გამარჯვების, სამხედროს, აღმაშენებლის, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, არმაზი და მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე მცხეთაში წერეთლის, რუსთაველის, კარიბჭის, მამულაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს