ფრაზა, რაც დღევანდელ პროცესზე დაგვიტოვა „სინათლის ძიება წყვდიადში“- ეს ფრაზა აჩვენებს, რა დონის კაცზეა საუბარი. ეს ფრაზა ყველაფერს მეუბნება მის ეთიკაზე, სულისკვეთებაზე და პატრიოტიზმზე, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ, 21 წლის მათე დევიძისთვის თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, დევიძე მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც მმართველი პარტიის პოლიტიკას უპირისპირდებიან.
„მათე დევიძე არის კარგი მაგალითი, მარტო ის ფრაზა, რაც დღევანდელ პროცესზე დაგვიტოვა „სინათლის ძიება წყვდიადში“- აჩვენებს რა დონის კაცზეა საუბარი. ეს ფრაზა ყველაფერს მეუბნება მის ეთიკაზე, სულისკვეთებაზე და პატრიოტიზმზე. ასეთი ხალხი გაიმარჯვებს ყოველთვის. ნათელი გაიმარჯვებს წყვდიადზე - „ქოცების“ წყვდიადს დაძლევს მათე დევიძის მსგავსი ნათელი, ის სინათლე რომელსაც საკუთარ თავში ატარებენ“, - განაცხადა გეგელიამ.
გეგელიას თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია, განსხვავებული აზრის დათრგუნვა და საზოგადოების დაშინება.
„ტოტალური განუკითხაობაა, უნდათ რომ ყველა გააჩუმონ. ამ ყველაფრის "მესიჯი" არის ის, რომ ჩვენ დაგვიჭერენ, რადგან მსხვერპლი ვართ. უნდათ ხალხი შეშინდეს, არ იყოს პროტესტი, არ იყოს განსხვავებული აზრი. „ქოცებო“, მიშასგან რომ ათავისუფლებდით ქვეყანას, ქვეყანაში „ფეისბუქზე“ "პოსტი“ რომ არ დაგვედო, ეგ გინდოდათ? ამისთვის გაათავისუფლეს მიშასგან ქვეყანა, რომ იგივე მოსამართლეს, იგივე სუს-ს, იგივე „კლანს“ ახალგაზრდა თაობა ქვეყნის სიყვარულისთვის გაესამართლებინა?!“,- აღნიშნა გეგელიამ.
ამასთან, გეგელიამ ჟურნალისტების, ოპოზიციონერების და აქტივისტების „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან დაკავშირებული „პოსტების“ გამო სასამართლოში დაბარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა დემოკრატიულ სტანდარტებს არის აცდენილი.
„სრულიად არის აცდენილი დემოკრატიულ სტანდარტებს. ადამიანს გააჩნია პოლიტიკური თავისუფლება თქვას ის, რაც სწორად მიაჩნია, ამას ჰქვია სიტყვის თავისუფლება. არ მჯერა 2025 წელს, როდესაც ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, როდესაც მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან 30 წლამდე 113 000 ახალგაზრდა გავიდა - კატასტროფა გვემართება. მინდა, ვკითხო „ქოცს“ - შენ რაში გარგია ეს მთავრობა, „ქოცო“?“, - განაცხადა გეგელიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"