გია ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაამყაროს ერთპარტიული დიქტატურა საქართველოში - საზოგადოების პასუხი უნდა იყოს პროტესტი

მიკვირს იმ ჩემი თანამოქალაქეების, რომლებიც ან დუმილით ეთანხმებიან იმას, რაც ხდება ქვეყანაში ან კიდევ მხარს უჭერენ იმ ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ, ანტიმორალურ ქმედებებს, რომელსაც ეს სტალინისტური, ორჯონიკიძისეული რეჟიმი საქართველოში ახორციელებს, - ამის შესახებ დიპლომატმა გია ჯაფარიძემ “ინტერპრესნიუსს” 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განუცხადა.

გია ჯაფარიძის თქმით, ახლა მთავარია, ქართველი ხალხი გამოფხიზლდეს და “ქართულ ოცნებას” “ცხვრებივით არ გაჰყვეს სასაკლაოზე”.

“ქართული ოცნება” ცდილობს, დაამყაროს ერთპარტიული დიქტატურა საქართველოში, ცდილობს, შეაშინოს საქართველოს მოქალაქეები და საქართველო აქციოს რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, საბჭოთა კავშირის მსგავს სახელმწიფოდ. არ გამოვა ეგ ამბავი საქართველოში, ქართველები არიან თავისუფლებისმოყვარე ხალხი, ჩვენ ძალიან დიდი იმპერიები მოვინელეთ, მოვინელებთ რუსეთის იმპერიასაც, ფუჭია ეს მცდელობები.

მთავარია, ქართველი ხალხი გამოფხიზლდეს დროულად. როცა ახალგაზრდა სტუდენტს უშვებენ ამხელა ვადით ციხეში, იქ ყველაფერი სხვა უნდა დავივიწყოთ.

საზოგადოების პასუხი უნდა იყოს პროტესტი. გასაკვირი ის კი არ არის, რასაც სტალინი აკეთებდა, გასაკვირი არის ის დასაბეზღებელი წერილები, რომელიც მილიონობით დაიწერა მაშინ და საოცარი არის მილიონობით ადამიანის დუმილი, როცა ხედავდნენ, რომ მილიონებს ერეკებოდნენ სასაკლაოზე, ამ ვითარებაში ვართ დღეს საქართველოში. მიკვირს იმ ჩემი თანამოქალაქეების, რომლებიც ან დუმილით ეთანხმებიან იმას, რაც ხდება ქვეყანაში ან კიდევ მხარს უჭერენ იმ ანტიქართულ, ანტიქრისტიანულ, ანტიმორალურ ქმედებებს, რომელსაც ეს სტალინისტური, ორჯონიკიძისეული რეჟიმი საქართველოში ახორციელებს. არ უნდა გავყვეთ ცხვრებივით სასაკლაოზე, თუ მაინც გვკლავენ, ღირსეულად მაინც მოვკვდეთ”, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს