GCCA-მ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სურსათის ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.

„სააგენტოში დაფიქსირებულ წერილში აღნიშნულია, რომ დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული 1000-ზე მეტი დასახელების პესტიციდი და 1450-მდე დასახელების აგროქიმიკატი (სასუქი), რომელთა საქართველოში იმპორტს ახორციელებს 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მომართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ფერმერები, სხვადასხვა რეგიონში შეხვედრებისას, აჟღერებენ - საცალო ბაზარზე ზემოაღნიშნულ პროდუქციაზე კონკურენციის შემზღუდველი შესაძლო შეთანხმებების არსებობას ან/და დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას, რაც საბოლოო ჯამში ხელმისაწვდომობის კუთხით მოსავლის სარეალიზაციო ფასზეც აისახება.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომართვაში დასმული მნიშვნელოვანი საკითხებიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის სრულყოფილი შესწავლის, შეფასების მიზნით საკითხის შესწავლა დაიწყო. შუალედური შედეგები პერიოდულად დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდება.

გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო და მაკონტროლებელ ორგანოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს, ბაზრის მონიტორინგის პროცესი შესაბამის უწყებებთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება.

ამ ეტაპზე, GCCA მონიტორინგს ახორციელებს - FMCG ბაზრის, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს