სალომე ზურაბიშვილი დღეს, პრაღაში GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 13 ივნისს პრაღაში GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

„წელს GLOBSEC-ი მეოცე საიუბილეო ფორუმს გამართავს, რომელშიც პოლიტიკოსები, საერთაშორისო პოლიტიკისა და სამხედრო ექსპერტები, ბიზნესისა და აკადემიის წარმომადგენლები განიხილავენ მსოფლიო უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის საკითხებს.

სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა, GLOBSEC 2025-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“, რომელიც სრულად ეძღვნება საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს - მზარდ ინსტიტუციურ და დემოკრატიულ უკუსვლას ქვეყანაში და ამის ფონზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. დისკუსია შეეხება იმ გადამწყვეტ როლს, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ღირებულებების მტკიცე კურსს ეკისრება.

GLOBSEC FORUM ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ყოველწლიური უსაფრთხოების ფორუმია, რომელიც 2005 წლიდან ტარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს