გორთან, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო

გორთან, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდასთან ახლოს, მოზარდი მეგობრებთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ლიახვის დინებამ გაიტაცა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილია და ამჟამად გორში ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია