ნიკა გვარამია - ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, იქნება ეს ადგილობრივი არჩევნები თუ ნებისმიერი სხვა, უნდა დავიცვათ სამშობლოს ინტერესი - „ქართული ოცნება“ რაც უფრო უარესად მოიქცევა, მით უფრო სწრაფად დაამთავრებს თავის ხელისუფლებას

ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, იქნება ეს ადგილობრივი არჩევნები თუ ნებისმიერი სხვა, უნდა დავიცვათ სამშობლოს ინტერესი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რაც უარესად მოიქცევა, მით უფრო სწრაფად დაამთავრებს თავის ხელისუფლებას და ეს ჩვენი, ყველას ინტერესშია.

„ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, იქნება ეს ადგილობრივი არჩევნები თუ ნებისმიერი სხვა, უნდა დავიცვათ სამშობლოს ინტერესი. სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილი გუშინ 5 ათასი ლარით დააჯარიმეს. იმედია, რომ მასაც არ დაიჭერენ. თუმცა ამ რეჟიმისგან ყველაფერი მოსალოდნელია. რეალურად მინდა ჩემი პარტიის წევრებსაც მოვუწოდო: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება! მათ უნდა გააგრძელონ ლიდერების გარეშე ფუნქციონირება და დარწმუნებული ვარ, ისინი ამას შეძლებენ. კოალიციის ლიდერებიდან მხოლოდ ელენე ხოშტარიაა გარეთ და იმედი მაქვს, რომ ისიც შიგნით არ იქნება. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ერთხელ უკვე ვნახეთ პატიმრობასთან დაკავშირებით. იმავეს ველოდები. რეალური კომუნიკატორი იქნება ჩემი პარტიაც და ჩემი მეუღლე, სოფო, რომელიც აქამდეც იყო საკმაოდ ღრმად ჩართული ამ პროცესში. ნებისმიერ შემთხვევაში, ვისი მხარდაჭერაც არ უნდა იყოს, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენ, ქართველი ხალხი.

„ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ფასის გადახდა აუცილებლად მოუწევს. რაც უარესი, მით უკეთესი. „ქართული ოცნება“ რაც უარესად მოიქცევა, მით უფრო სწრაფად დაამთავრებს თავის ხელისუფლებას და ეს ჩვენი ყველას ინტერესშია.

სამწუხაროდ, ჩემი შვილები და მეუღლე ამას მიჩვეულები არიან. ეს არ არის კარგი, მაგრამ ფაქტია. მათ იციან, რომ მთელი ოჯახი ვიბრძვით სამშობლოს ინტერესებისთვის“,- განაცხადა გვარამიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს