ადვოკატი - ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ადვოკატებმა პროცესზე არც შესავალი სიტყვა წარმოვთქვით და არც მოწმისთვის დაგვისვამს კითხვები - როცა მათე დევიძე ციხეში გაუშვეს, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატებს სასამართლო პროცესზე არც შესავალი სიტყვა წარმოუთქვამთ და არც მოწმისთვის დაუსვამთ კითხვები.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, ეს იყო ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება.

„ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ჩვენ არ დაგვიფიქსირებია პოზიცია პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ჩემი პირადი პოზიცია ნიკას პოზიციას ემთხვევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გუშინ ჩვენ ვნახეთ მოღალატეობრივმა, არაადამიანურმა რეჟიმმა როგორ გაუშვა ციხეში 4,6 წლით 21 წლის პატრიოტი მათე დევიძე, ამ პირობებში ნიკა გვარამიას პატიმრობაზე საუბარი, განხილვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

პროკურატურისგან რაიმე განსხვავებულის მოლოდინი არ გვქონია, რადგან სამწუხაროდ, ყველაფერი წინასწარ არის ხოლმე ცნობილი.

ნიკას გადაწყვეტილება იყო და ამის საფუძველზე კითხვები არ გვქონია მოწმესთან. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ საქმეში სამართლებრივი შეფასებაა პრობლემა და არა ფაქტები“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 30 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც გვარამიამ არ გადაიხადა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს