პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე გადაწყვეტილება 17 ივნისს გამოცხადდება

სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე გადაწყვეტილებას 17 ივნისს გამოაცხადებს.

გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო ენიქიძე მიიღებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ნანუკა ჟორჟოლიანი, უფლებადამცველებთან ერთად დაესწრო.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მას მოლოდინი არ აქვს, რომ მის მიმართ მოსამართლე გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„რაც არ უნდა განაჩენი გამოიტანონ, ვიცით, რომ რუსის მონა, ყოველთვის რუსის მონა იქნება და ვინც ანწუხელიძის გმირობას ეჭვს ქვეშ დააყენებს, ყოველთვის შევაგინებთ",- განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ, ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანს შს სამინისტრო 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. კერძოდ, ჟორჟოლიანს დეპუტატების მარიამ ლაშხისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებიან.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა