თინა ბოკუჩავა - ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს! თავისუფლება ნიკას! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!

ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ ასეთ დროს, ვინც ვერასდროს იქნება მზად, არიან ოჯახის წევრები და განსაკუთრებით, შვილები. ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს! თავისუფლება ნიკას! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნებისმიერი სახის გარიგება მმართველ პარტიასთან, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, გამოიწვევს საბოლოო რუსიფიკაციას.

„ეს რეჟიმი, გარდა იმისა, რომ დაცლილია ევროპული ცივილიზაციური ღირებულებებისგან როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, არის უკიდურესად უღირსი, უემპათიო, უღმერთო და სასტიკი. რუსული ცინიზმი და სისასტიკე კი არასოდეს გახდება ქართული და არასოდეს გახდება საქართველო. როგორც ნიკამ თქვა ბოლო სიტყვაში, ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნებისმიერი თვალთმაქცობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, თუ სხვა ტიპის გარიგება რეჟიმთან არის გზა საბოლოო რუსიფიკაციისკენ. მხოლოდ სიმტკიცით, სიმართლითა და ერთიანობით დავამარცხებთ ამ რეჟიმს და მოხარული ვარ, რომ დემოკრატიული ძალების უდიდესმა ნაწილმა კვლავ ერთიანობის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა.

თავისუფლება ნიკას! სოლიდარობა მის ოჯახს, განსაკუთრებით სოფოს, მის შვილებს, მისი გუნდის თითოეულ წევრს ჩვენ თქვენთან ვართ, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! „ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ“, როგორც თქვა ზურა ჯაფარიძემ.

ასევე მინდა გამოვეხმაურო მათე დევიძის დაკავებას, ეს არის ნამდვილად სინათლის და სიმართლის მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის. მან კიდევ ერთხელ თავისი სიმართლით, სილაღით და სინათლით აჩვენა საზოგადოებას, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!, დიდება საქართველოს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე