სალომე ზურაბიშვილი GLOBSEC-ის ფარგლებში დისკუსიაზე - სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს -  ეს მმართველ პარტიასა და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეს ქმნის

სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „GLOBSEC 2025“-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე - „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“, განაცხადა.

„ახლა დე ფაქტო არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება გვჭირდება. ვიცით, რომ ეს დე იურე არაღიარების პოლიტიკა არ გახდება. სწორედ ამიტომ არ მომიხსენიებენ როგორც პრეზიდენტს, არამედ როგორც მეხუთე პრეზიდენტს ან სხვანაირად. ეს ამ ყველაფრის იურიდიული ასპექტებში ნავიგაციის მცდელობაა. მაგრამ რაც ხდება - არაღიარება - ძალიან მნიშვნელოვანია.

ინდივიდუალური ქვეყნების სანქციები ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შემოიღო, ვინაიდან ევროკავშირს, როგორც ასეთი, კონსენსუსის არარსებობის გამო არ შეუძლია კოლექტიურ სანქციებზე შეთანხმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს. საქართველო ირანი არ არის, საქართველო რუსეთი არ არის, საქართველო ჩინეთი არ არის, ასე რომ გარე კონტაქტები სჭირდება. ბიზნესმენებს, თუნდაც მმართველ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული, მაინც სჭირდებათ გარე კონტაქტები. ასე რომ, ეს მტკივნეულია, მტკივნეულია მათთვის და მმართველ პარტიასა და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეს ქმნის და ეს სანქციების მიზანია - არა რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა, არამედ ეცადოს ბზარები გააჩინოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, სანქციები როდის გახდება მმართველი პარტიისთვის მტკივნეული, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „უკვე გახდა“.

„უკვე მტკივნეულია მათთვის, მაგრამ არავის შეუძლია თქმა რამდენად სწრაფად და რა დონეზე მოახდენს ეს გავლენას ხელისუფლების ძალაზე, რომელიც რეპრესიებს ეფუძნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება