PACE-ს მომხსენებლები - მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამწვავებენ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში

PACE-ს მომხსენებლები საქართველოს საკითხებში საქართველოში „განსხვავებული პოლიტიკური აზრის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების“ გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ. ამის შესახებ განცხადებას თანამომხსენებლები, ედიტა ესტრელა (პორტუგალია) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) ავრცელებენ.

თანამომხსენებლებმა დაგმეს სასამართლოში ჟურნალისტებისა და პოლიტიკური აქტივისტების დაბარება „სოციალურ მედიაში მმართველი პარტიის ოფიციალური პირების ვითომდა „შეურაცხყოფისთვის“, ისევე როგორც უსაფუძვლო და არაპროპორციული იურიდიული ზომების დაკისრება“, მათ შორის ოპოზიციონერი წევრების დააკავება, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოცხადებაზე, რომელიც „წინა რეჟიმის მიერ ჩადენილ ქმედებებს“ შეისწავლის და „რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ მისი ამოცანაა ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა“.

„მიმდინარე რეპრესიები მხოლოდ ამწვავებენ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებენ საკუთარი, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებების დაცვისგან. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს არადემოკრატიული რეპრესიები ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ და შემოაბრუნონ ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა. მზად ვართ შევინარჩუნოთ ღია და კონსტრუქციული დიალოგი ხელისუფლებასთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რათა ქვეყანას ევროპის საბჭოს წინაშე თავისი ვალდებულებების შესრულებაში დავეხმაროთ“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის