აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპს კალიფორნიის ეროვნულ გვარდიაზე კონტროლის დროებით შენარჩუნების უფლება მისცა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპს კალიფორნიის ეროვნულ გვარდიაზე კონტროლის დროებით შენარჩუნების უფლება მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დროებით დაბლოკა ფედერალური მოსამართლის, ჩარლზ ბრეიერის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკანონოდ მოახდინა კალიფორნიის ეროვნული გვარდიის წევრების ფედერალიზაცია და ჯარებზე კონტროლი შტატისთვის უნდა დაებრუნებინა.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე მოსმენა სამშაბათს გაიმართება.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 000 ჯარისკაცისა და 700 საზღვაო ქვეითის განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. სამართალდამცავების ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ლოს-ანჯელესის ნაწილში უკვე მეოთხე დღეა, რაც „კომენდანტის საათი“ მოქმედებს.

ასევე, დღეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1900-ზე მეტი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ საპროტესტო აქციებში, სახელწოდებით „არა მეფეებს“, მილიონობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და ისინი აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკასა და დონალდ ტრამპის მიერ სამხედრო აღლუმის ჩატარებას გააპროტესტებენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა