პაატა მანჯგალაძე - დიქტატურა ვერ უძლებს მოძრაობას - დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ, როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას და მიდის

ჩვენი დასავლელი მეგობრები ბევრს აკეთებენ და არიან ჩვენი ღირებული პარტნიორები მაგრამ ცრუ მოლოდინია, რომ ვიღაც სხვა, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს - ნუ დაემორჩილები ბოროტებას, ნუ შეასრულებ უკანონო დავალებას, ნუ იმუშავებ სისტემისთვის, რომელიც შენს ხალხზე ძალადობს,- ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დიქტატურა მაშინ ინგრევა, როდესაც ადამიანები მტკიცედ, მშვიდად და ერთად დგანან.

„დიქტატურა ინგრევა, როცა ადამიანები დგანან მტკიცედ, მშვიდად და ერთად.

ჩვენი დასავლელი მეგობრები ბევრს აკეთებენ და არიან ჩვენი ღირებული პარტნიორები მაგრამ ცრუ მოლოდინია, რომ ვიღაც სხვა ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს.

განსაკუთრებული მადლობა სინდისის ყველა პატიმარს, ისინი ჩვენი წინააღმდეგობის მორალური ბირთვი და ენერგიაა. საქართველო არ ითხოვს ბევრს. უბრალოდ ნუ ემსახურები და ნუ გააძლიერებ ბიძინა ივანიშვილის ბოროტ სისტემას. ეს უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში ჩვენ და ჩვენთვის!

როგორ მარცხდება დიქტატორი? როცა ვდგავართ ერთმანეთის გვერდით უმცროსი და უფროსი, სტუდენტი და მძღოლი, მასწავლებელი და გლეხი, სოფლის და ქალაქის მკვიდრი იქ მთავრდება მისი ძალაუფლება.

ისტორიამ უკვე გვაჩვენა: მარკოსი (ფილიპინები), მილოშევიჩი (სერბეთი), სარქისიანი (სომხეთი). ყველა წავიდა, როცა ხალხმა თქვა — საკმარისია. ახლა ჩვენი ჯერია. დიქტატურა ვერ უძლებს მოძრაობას.

ერთი დგება, მერე მეორე, მერე ასი, მერე ათასი და როცა მთელი ხალხი დგას, დიქტატურა ქრება. ნუ ველოდებით მხსნელებს, ლიდერებს ან დაუმარცხებელ გმირებს.

არ არის საჭირო ლიდერების გაკერპება. ჩვენ თვითონ შეგვიძლია არ შევეგუოთ რეჟიმს და ერთად ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც სამართალზე დგას და არა ძალადობაზე და შიშზე.

ნუ დაემორჩილები ბოროტებას, ნუ შეასრულებ უკანონო დავალებას, ნუ იმუშავებ სისტემისთვის, რომელიც შენს ხალხზე ძალადობს. დიქტატორი დგას, სანამ ჩვენ ვსხედვართ. როგორც კი ვდგებით, ის ვეღარ დგას, მიდის და როცა მიდის ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას თავისუფლად, სულ ეს არის გამარჯვების მარტივი ფორმულა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე