ვახტანგ გომელაური შსს-ში საკადრო ცვლილებებზე - პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ - ბიძინა ივანიშვილთან მქონდა თუ არა წასვლასთან დაკავშირებით საუბარი? -  ვინ გეკითხებათ?

პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ - ძალიან კარგი ახალი მინისტრი დაინიშნა, ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებზე, მათ შორის მისი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) თანამდებობიდან წასვლაზე.

ვახტანგ გომელაური, რომელიც გელა გელაძემ შს მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა, მიიჩნევს, რომ გელა გელაძე „ბევრ კარგს გააკეთებს“, თუმცა კითხვა - შეათანხმა თუ არა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, გომელაურმა უპასუხოდ დატოვა.

„პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ. ძალიან კარგი ახალი მინისტრი დაინიშნა, მინდა წარმატებები ვუსურვო, ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ კარგს გააკეთებს, რაც მე გავაკეთე...

ბიძინა ივანიშვილთან მქონდა თუ არა წასვლასთან დაკავშირებით საუბარი? - ვინ გეკითხებათ?“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ