მედია - ირანმა ისრაელზე დარტყმებისთვის ახალი, მანევრირებადი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა

ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე განხორციელებული ბოლო დარტყმების დროს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სახელმწიფო სააგენტო FARS-ის ცნობით, კვირას ღამით ისრაელს „ჰაჯ კასემის“ ტიპის მართვადი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს.

ირანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა აზიზ ნასირზადემ 4 მაისს ირანულ ტელევიზიას განუცხადა, რომ ახალი რაკეტა შეძლებს ისეთი თავდაცვითი სისტემების გადალახვას, როგორიცაა ამერიკული ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემა (THAAD) და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა და სხვები, რომლებსაც ისრაელი იყენებს.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანმა რაკეტა მაისის დასაწყისში წარადგინა და განაცხადა, რომ ის მყარ საწვავზე მუშაობს, მისი მოქმედების რადიუსი 1200 კილომეტრია და აღჭურვილია მანევრირებადი ქობინით, რომელსაც შეუძლია სარაკეტო თავდაცვის სისტემების გარღვევა.

შეგახსენებთ, ირანმა წუხელ ისრაელზე სარაკეტო შეტევის მორიგი ტალღა განახორციელა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს