ისააკ ჰერცოგი - ირანის თავდასხმის შედეგად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ასაკის 13 ისრაელელი დაიღუპა - რაკეტები არ არჩევენ ებრაელებს, მუსლიმებს და ქრისტიანებს

ბათ-იამში იმ ტერიტორიის მოსანახულებლად, სადაც ირანის სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი იმყოფებოდნენ , - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ამ ტერიტორიაზე ათობით სახლი მთლიანად დაზიანდა ირანიდან გამოშვებული რაკეტის შედეგად. ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ასაკის 13 ისრაელელი დაიღუპა - ბავშვები, ზრდასრულები, მოხუცები და ახალი მიგრანტები. რაკეტები არ არჩევენ ებრაელებს, მუსლიმებს და ქრისტიანებს. ეს ისრაელის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უნდა გამოვავლინოთ ის ემოციური და გონებრივი მდგრადობა, რომელიც ყოველთვის გვაქვს“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ირანის მიერ ისრაელის ქალაქ ბათ-იამზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველები სამ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა