უკრაინაში კიდევ 1 200 ცხედარი დააბრუნეს

უკრაინაში კიდევ 1 200 მოქალაქის, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების, ცხედარი დააბრუნეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, რეპატრიაციის ღონისძიებები განხორციელდა. უკრაინაში კიდევ 1 200 ცხედარი დააბრუნეს, რომლებიც, რუსული მხარის თქმით, უკრაინის მოქალაქეებს, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით“, - ნათქვამია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.

შტაბში აცხადებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებებთან ერთად, ექსპერტიზა უნდა ჩაატარონ და ცხედრების იდენტიფიცირება მოახდინონ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა