გიორგი ჯინჭარაძე ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა მზადყოფნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მუდმივად იქნება ვეტერანების გვერდით და მათ საჭიროებებს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდება.

გიორგი ჯინჭარაძემ მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა, ასევე დეტალურად გააცნო ის პროგრამები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ხორციელდება და მიმართულია როგორც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ისე ვეტერანების სოციალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ვეტერანებისთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება