გიორგი ჯინჭარაძე ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა მზადყოფნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მუდმივად იქნება ვეტერანების გვერდით და მათ საჭიროებებს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდება.

„გიორგი ჯინჭარაძემ მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა, ასევე დეტალურად გააცნო ის პროგრამები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ხორციელდება და მიმართულია როგორც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ისე ვეტერანების სოციალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ვეტერანებისთვის აუცილებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს