ისრაელში, ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა

ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ისრაელის ცენტრალურ ნაწილში სამი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის სამედიცინო დახმარების, კატასტროფების, სასწრაფო დახმარებისა და სისხლის ბანკის ეროვნული სამედიცინო სამსახურზე, „მაგენ დავიდ ადომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო შეტევამ ცენტრალურ ისრაელში სულ მცირე ორი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.

ამასთან, ისრაელის ელექტროენერგიის კორპორაციის ცნობით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი ელექტრო ქსელი დააზიანა.

„მიმდინარეობს სამუშაოები ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად და ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად“, - აცხადებენ კორპორაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება