ისრაელში ირანის მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, ჰოსპიტალიზებულია 287 ადამიანი

ჰაიფას მერის, იონა იაჰავის განცხადებით, ირანის მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქალაქში სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ოთხი ადამიანი ქალაქ პეტახ ტიკვაში დაიღუპა, ერთი კი - ბნეი ბრაკში.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად, 287 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ისრაელში პარასკევის შემდეგ ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.

ამასთან, ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 224 ადამიანი ემსხვერპლა, 1 277 კი -ჰოსპიტალიზებულია.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა