ისრაელის თავდაცვის მინისტრი - თეირანის ამპარტავანი დიქტატორი მხდალ მკვლელად იქცა - თეირანის მცხოვრებლები ამის ფასს მალე გადაიხდიან

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი ირანის მიერ ისრაელზე ღამით განხორციელებულ სარაკეტი დარტყმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამას თეირანის მცხოვრებლებისთვის შედეგები მოჰყვება.

„თეირანის ამპარტავანი დიქტატორი მხდალ მკვლელად იქცა, რომელიც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ სროლებს ახორციელებს, რათა შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები, რომელიც მის შესაძლებლობებს ანადგურებს. თეირანის მცხოვრებლები ამის ფასს გადაიხდიან და მალე“, - დაწერა ისრაელ კაცმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, ირანმა ღამით ისრაელზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი დაიღუპა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა