ზურაბ აბაშიძე - საელჩოების იმდროინდელი განცხადებები მწვანე შუქი იყო სააკაშვილის და მისი ხელისუფლებისთვის, რომ მათ ძალადობრივად ემოქმედათ

საელჩოების იმდროინდელი განცხადებები მწვანე შუქი იყო სააკაშვილის და მისი ხელისუფლებისთვის, რომ მათ ძალადობრივად ემოქმედათ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მან კომისიის წევრებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის საელჩოების იმდროინდელი განცხადებები გააცნო.

„როგორც მახსოვს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იყო და მის მანქანას ახალგაზრდებმა რაღაც წინაღობა შეუქმნეს. ამას მოჰყვა სერიოზული აღშფოთება, როგორ შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს არ ატარებენ და ა.შ. მე ასევე წამოვიღე საელჩოების მაშინდელი განცხადებები. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პარალელი გავავლოთ, რა განცხადებები გაკეთდა მაგ პერიოდში ამერიკის საელჩოს, საფრანგეთის საელჩოს მხრიდან. ბოლო დროინდელი აქციები, რაც ვიხილეთ, როდესაც პრაქტიკულად, დაანგრიეს დედაქალაქი, რასაც ისროდნენ და რა ძალადობა იყო გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან, პარალელი უნდა გავავლოთ, რა შეფასებას აძლევდნენ იმ პერიოდში საელჩოს წარმომადგენლები.

მაგალითად, ამერიკის საელჩომ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ „აშშ წუხს, რომ საპროტესტო აქციის ზოგიერთმა ლიდერმა, ადამიანებსა და მათ ქონებაზე მიტანილ იერიშს მხარი დაუჭირა. ხსენებულმა თავდასხმებმა ხელი შეუშალა ოფიციალური პირების საქმიანობას და გადაკვეთა ხაზი, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და კრიმინალურ ქმედებებს შორის არის გავლებული".

ასევე, ხელთ მაქვს საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ბატონი ერიკ ფურნიეს განცხადება: „ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ქვები ესროლეს, დემოკრატიას შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, შეურაცხყოფა მიაყენეს ჩეხეთის ელჩს, რომელიც საქმის გასარკვევად ადგილზე მივიდა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავოს ძალადობის პროვოცირებისგან."

მე ვფიქრობ, ასეთი განცხადებები უკვე მწვანე შუქი იყო სააკაშვილის და მისი ხელისუფლებისთვის, რომ მათ უკვე ძალადობრივად ემოქმედათ. ასეთი განცხადებები სწორედ ამას გულისხმობდა," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გარდა ამისა, აბაშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის დროს, ოპოზიციაში მყოფ რადიკალურად განწყობილ პირებსაც კი არ მოსვლიათ თავში აზრად სადმე შევარდნა და სახელმწიფო შენობების გადაწვა.

„როდესაც ჩვენ შევქმენით პარტია [ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები"], ამ პერიოდში, ჩვენი მთავარი მოკავშირეები გახდა ორი პოლიტიკური ძალა - "ახალი მემარჯვენეები" და "რესპუბლიკური პარტია", რომლებიც ასევე არ იყვნენ დიდად მოწადინებული და მომხრეები ქუჩის აქციების და გარკვეულწილად რადიკალიზაციის, მაგრამ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ თუ ვინმე იყო რადიკალურად განწყობილი, არავის თავში აზრად არ მოსვლია, რომ სადმე შევარდნილიყო, ან შენობა დაეწვა, ან გაენადგურებინა რომელიმე სახელმწიფო შენობა, მათ შორის, პარლამენტი. ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა ჩვენი აქციების დროს. ეს იყო განსხვავება. იყვნენ მომხრეები, რომლებსაც უნდოდათ, მეტად ყოფილიყვნენ ქუჩაში, იმიტომ, რომ ქუჩიდან უფრო რეალურს ხედავდა პოლიტიკურ პროცესს და ქუჩის არსებობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი ამ პროცესის, ბუნებრივია. მაგრამ, ჩვენ გვქონდა განსხვავებული [მიდგომა], რომ რაღაცები არ უნდა გამოგვერიცხა და არ უნდა ვყოფილიყავით მარტო ქუჩაში," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი