ლევან სანიკიძე - ISSA-ს კვლევა ჩვენთვის დამატებითი არგუმენტაციაა, რომ ე.წ. არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ - კვლევის მიხედვით, ოპოზიციას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“

ეს კვლევა ჩვენთვის არის დამატებითი არგუმენტაცია, რომ ამ ე.წ. არჩევნებს ჩვენ გამოვუცხადოთ ის ბოიკოტი, რომელსაც ვუცხადებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ISSA-ს კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კვლევის მიხედვით, ოპოზიციას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“.

„პოზიცია არის ძალიან მარტივად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული. დავიწყოთ იმით, რომ ჯამურად ამ კვლევის მიხედვით, ოპოზიციას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური, პროდასავლური ამომრჩევლის ნება როგორი არის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ვინმეს თუ ახსენდება, ოდესმე ამ ქვეყანაში დასმულიყო საკითხი, ოპოზიციამ უნდა მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. აქამდე რომ მიდიხარ, რომ ოპოზიცია გავიდეს თუ არა, ამას ეკითხები შენს ამომრჩეველს, ესე იგი რაღაცა არ არის კარგად. ამ შეკითხვაზეც ყოველი მეორე ფაქტობრივად, ამბობს, რომ ამ პირობებში ოპოზიციამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. დარჩენილ 55 %-ში ნახევარი ამბობს, რომ თუ მონაწილეობას მიიღებს ოპოზიცია, უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ საპარლამენტო არჩევნები ან თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ტარდება ან ჯერ საპარლამენტოა და მერეა თვითმმართველობის არჩევნები.

შესაბამისად, ეს კვლევა ჩვენთვის არის დამატებითი არგუმენტაცია, რომ ამ ე.წ. არჩევნებს ჩვენ გამოვუცხადოთ ის ბოიკოტი, რომელსაც ვუცხადებთ. ფაქტობრივად, ოპოზიციური ამომრჩევლის 25-27% არის ახლა მზად, რომ ამ პირობებში მიიღოს მონაწილეობა. ეს მაჩვენებელი მინიმუმ 70-80% უნდა იყოს, რომ არსებული ცესკო-ს პირობებში შეძლო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება. როდესაც შენი ამომრჩევლის 60%-მდე მიიჩნევს, რომ არჩევნები ყველა ვარიანტში დარღვევებით და გაყალბებით დასრულდება, უნდა შეეშვა არსებულ პირობებში არჩევნებში გასვლაზე საუბარს”, - განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 54,5% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. გარდა ამისა, კითხვაზე, „ამ შაბათს რომ იმართებოდეს არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ” მოსახლეობის განწყობა ასე განაწილდა: „ქართული ოცნება“ – 26,5%; „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 10,8%; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 8,6%; „ძლიერი საქართველო“ – 7,4%; „გახარია საქართველოსთვის“ – 6,4%; გირჩი - 1,1%; არ მივცემდი ხმას - 7,4%; ცარიელს დავტოვებდი - 1,7%; სხვა პარტიები - 3,8%; არ ვიცი - 16,9%; მირჩევნია არ ვუპასუხო - 9,3%.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის