გიორგი ვაშაძე - მეორედ დაბარებაზე მაინც არ უნდა მივიდეს გახარია - გეთამაშებიან ხომ ხედავ, უნდათ, რომ შოუსთვის გამოგიყენონ!

გეთამაშებიან ხომ ხედავ, უნდათ, რომ შოუსთვის გამოგიყენონ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეორედ დაბარებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, გახარია სხდომაზე მეორედ არ უნდა მივიდეს.

„რასაც ვფიქრობ, არ მინდა რომ ვთქვა, თუმცა ვფიქრობ, რომ მეორედ დაბარებაზე მაინც არ უნდა მივიდეს გახარია. კაი, პირველად მივიდა, მივიდა, ახლა მაინც არ უნდა მივიდეს, იმიტომ, რომ გეთამაშებიან ხომ ხედავ, უნდათ რომ შოუსთვის გამოგიყენონ! და მგონი, არ უნდა გამოაყენებინოს თავი. დანარჩენი თავად გადაწყვიტოს“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ 23 ივნისსაა დაბარებული.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს