თეონა აქუბარდია - მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი გახარიას საგუშაგოს ჩადგმასა და ომის დაწყების საფრთხეს ედავება, შურისძიება, მუქარა და კრემლის ხაზია - საგუშაგოს ჩადგმა ნება კი არა, ვალდებულებაა

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, თეონა აქუბარდიას აზრით, ნამდვილი მიზეზი, რის გამოც გიორგი გახარიას ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას ედავებიან, არის შურისძიება და კრემლის ხაზი.

როგორც აქუბარდიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია რუსულ საქმეს აკეთებს.

“ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასა და ომის დაწყების საფრთხეს ედავება, არის ორი. ერთი არის შურისძიება, რაც ივანიშვილმა ღიად განაცხადა - თქვენ გახსოვთ მისი მონოლოგი “იმედზე” წინასაარჩევნო პერიოდში და მუქარა, რომ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელებს გაუსწორდებოდა და სასამართლოში უკვე საქმეები იყო შეკერილი ამასთან დაკავშირებით, მეორე არის ის კრემლის ხაზი, რომელსაც ივანიშვილი თავის სამარცხვინო, ცალმხრივი ბოდიშით აცხადებდა - საკუთარ სამშობლოზე ომის გადაბრალება და, მათ შორის, გიორგი ანწუხელიძის გმირობის გაუფასურება, რაც ასე თვალხილულად გვახსოვს ჩვენ იმ კომისიაზე, რომელსაც თეა წულუკიანი უძღვება და სადაც, რეალურად, რუსული საქმე კეთდება, შესაბამისად, ეს ორი განზომილება ცხადია და ის, რომ პოლიტიკური ველის მოსუფთავება სჭირდება მას და იმ პოლიტიკური პარტიების გაქრობა, ესეც ცხადია, მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს ორი მიზეზი არის”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა არა ნება, არამედ ვალდებულება იყო.

“პოლიციის საგუშაგო იქ დგას და არ აუღია “ქართულ ოცნებას”, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტ რუსეთს ეს ძალიან უნდა, ისევე, როგორც ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს. როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო, ეს აღიარებულია ჩვენი კანონითაც, სტრასბურგშიც და საერთაშორისო დონეზეც. ამ ორ რამეს უარყოფენ ერთად და ამბობენ, რომ ომი არა რუსეთმა, არამედ საქართველომ დაიწყო, ის გმირები, რომლებმაც თავი გაწირეს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ავანტიურას შეეწირნენ, როგორც ამას წულუკიანი ამბობს.

ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ნება კი არა, ვალდებულებაა. აქედან ექვსი წლის თავზე ამბობენ, რომ ამით, შეიძლება, ომი დაწყებულიყო და ახლა გაახსენდათ ეს”, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს