პაატა მანჯგალაძე - ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: „ისეთი ტექნოლოგიაა, ვერ გაყალბდება არჩევნები“,  რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და ავუხსნა ადამიანებს, რომ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით, თავიდან ვცადოთ - რა შეიცვალა?

ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: „ისეთი ტექნოლოგიაა, ვერ გაყალბდება არჩევნები“. მენდო ვიღაც და მივიდა არჩევნებზე, ახლა რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და როგორ ავუხსნა ადამიანებს, რომ მაშინ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით ახლა თავიდან ვცადოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, მარტივი კითხვა აქვს არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებთან: „თუ საპარლამენტო არჩევნების აღიარება არ შეიძლებოდა გარკვეული მიზეზების გამო, მას შემდეგ რა გაუმჯობესდა, რა შეიცვალა ისეთი, რომ დღეს მიდიხართ არჩევნებზე“.

„იმისთვის, რომ არჩევნებზე დადო შედეგი, საჭიროა ობიექტური გარემო. ყოველთვის ყალბდებოდა საქართველოში არჩევნები, ეს მართალია, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში, ახალი ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში საერთოდ შეუზღუდავი გახდა არჩევნებში მანიპულაციის პროცენტი. იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ამას აზრი ჰქონდეს, აუცილებელია, რომ ჩატარდეს არჩევნები. მარტივი კითხვა მაქვს არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებთან: თუ საპარლამენტო არჩევნების აღიარება არ შეიძლებოდა გარკვეული მიზეზების გამო, მას შემდეგ რა გაუმჯობესდა, რა შეიცვალა ისეთი, რომ დღეს მიდიხართ არჩევნებზე. თბილისში მოიგო ოპოზიციამ იმიტომ, რომ არ დაიწერა შედეგი, დათვლილი ჰქონდათ რეგიონებში და იცოდნენ რა შედეგი იყო. რეგიონებში როგორც გააყალბა არჩევნები, ახლა თბილისში გადმოიტანს ამ [მეთოდოლოგიას] და შედეგს დაწერს თბილისში.

ამ ხალხს უფრო მეტ კითხვას დავუსვამ: ვინმემ ამ პარტიებისგან ანალიზი გააკეთა თუ რომელი ტექნოლოგიების გამოყენებით გაყალბდა არჩევნები? ამაზე სიამოვნებით მოვისმენდი პასუხს. ბოლომდე თუ იცის ამ ხალხმა როგორი ჩარევა მოხდა, როგორ მოხდა გაყალბება, რატომ იყვნენ რუსები ჩამოსული საქართველოში, რატომ იყვნენ ნატახტრის სპეციალურ ოფისში განთავსებული და რას აკეთებდნენ რუსი IT სპეციალისტები. მაინტერესებს ეს საკითხები თუ აქვთ შესწავლილი. ჩვენ არჩევნების კი არ გვეშინია, პარტია არჩევნებისთვის არსებობს და მარტოც მიგვიღია მონაწილეობა და ბარიერიც გადავლახეთ, პარლამენტშიც შევედით, მაგრამ არ მინდა, რომ ბრმად მივიღოთ პროცესში მონაწილეობა. მე ის ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: ისეთი ტექნოლოგიაა, რომ ვერ გაყალბდება არჩევნები. მენდო ვიღაც და მივიდა არჩევნებზე, ახლა რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და როგორ ავუხსნა ადამიანებს, რომ მაშინ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით, ახლა თავიდან ვცადოთ. კოკა-კოლის რეკლამა ხომ არ არის - „კიდევ სცადე, კიდევ სცადე“. ქვეყნის ბედი წყდება და სათამაშოდ სად გვცალია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე