დონალდ ტრამპი - „დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვა შეცდომა იყო

„დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვა შეცდომა იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ადრე „დიდი შვიდეული“ „დიდი რვიანი“ იყო. ბარაქ ობამასა და ტრუდოს არ სურდათ, რომ რუსეთი ჯგუფში ყოფილიყო. ვიტყოდი, რომ ეს შეცდომა იყო, რადგან ვფიქრობ, ახლა ომი არ იქნებოდა, რუსეთი რომ წევრი იყოს და ოთხი წლის წინ ტრამპი პრეზიდენტი რომ ყოფილიყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მხოლოდ მას ესაუბრება.

„პუტინი მე მესაუბრება, სხვას არავის. რადგან შეურაცხყოფილი იყო, როდესაც „დიდი რვიანიდან“ გარიცხეს. ის ობამასთან ერთად ტრუდომ გარიცხა, რომელმაც კიდევ ერთი ან ორი ადამიანი დაარწმუნა. ის მათთანაც კი არ საუბრობს, ვინც გარიცხა და მე მას ვეთანხმები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა