დონალდ ტრამპი - ირანი ამ ომს ვერ იგებს - მათ საუბარი სურთ, მაგრამ ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ

ირანი ამ ომს ვერ იგებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, კანადის პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ და ეს ორივე მხარისთვის მტკივნეულია, მაგრამ ვიტყოდი, რომ ირანი ამ ომს ვერ იგებს და მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ, სანამ გვიანი არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ირანს საომარი მოქმედებების დეესკალაციის შესახებ მოლაპარაკებები სურს.

„დიახ, მათ საუბარი სურთ, მაგრამ ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა