ჯინ შაჰინი - „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო ლაჩრული ხდება - ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნით ძალისხმევას გავაგრძელებ, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებით

ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნით ჩემს ძალისხმევას გავაგრძელებ, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებით, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო „ლაჩრული ხდება“, მისი შეფასებით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის „გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმაა“.

„ქართველი ხალხის 200-დღიანი მამაცური საპროტესტო აქციების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო ლაჩრული ხდება. გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს. ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნით ჩემს ძალისხმევას გავაგრძელებ, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებით“, - წერს ჯინ შაჰინი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია