დონალდ ტრამპი და მარკო რუბიო კანადაში ვიზიტს დროზე ადრე წყვეტენ და აშშ-ში ბრუნდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანადას, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო დაგეგმილზე ადრე ტოვებს და ვაშინგტონში ბრუნდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„უნდა დავბრუნდე. ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდე. აშკარა მიზეზების გამო დროზე ადრე უნდა დავბრუნდე. მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნა ტრამპმა.

კანადაში ვიზიტს წყვეტს და პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ვაშინგტონში ბრუნდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების შტაბს სიტუაციურ ოთახში შეკრება დაავალა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა