დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის ტარიფებზე მიღწეული შეთანხმების ნაწილს ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ბრიტანეთიდან იმპორტირებულ გარკვეულ საქონელზე ტარიფებს ოფიციალურად ამცირებს.

მედიის ინფორმაციით, შეთანხმებით, რომელიც დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამოაცხადეს, კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრიტანულ ავტომობილებზე კვოტები და ტარიფები და გაუქმდა ტარიფები გაერთიანებული სამეფოს საჰაერო-კოსმოსურ სექტორზე, თუმცა ფოლადისა და ალუმინის საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება. ამასთან, ნახსენები არ ყოფილა ფარმაცევტული წარმოების სფეროც.

ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ აშშ-ში 100 000-მდე ავტომობილის შეყვანა 10%-იანი ტარიფით იქნება დაშვებული, სხვა ავტომობილებზე დაწესებული იმპორტის 25%-იანი გადასახადის ნაცვლად.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ აშშ მსგავს სისტემას ფოლადისა და ალუმინისთვისაც შექმნის, თუმცა ეს საკითხი დაკონკრეტებული არ არის.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ ბრიტანეთთან ურთიერთობა „ფანტასტიკურია“.

„ხელი მოვაწერეთ და ყველაფერი დასრულებულია. ეს ორივესთვის სამართლიანი გარიგებაა. ეს ბევრ სამუშაო ადგილს და დიდ შემოსავალს შექმნის“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დოკუმენტზე ხელმოწერას „სიძლიერის ნამდვილი ნიშანი“ უწოდა.

„ძალიან კარგი დღეა ჩვენი ორივე ქვეყნისთვის, სიძლიერის ნამდვილი ნიშანი“, - აღნიშნა სტარმერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის