„საქართველოს ბანკმა“ ბიზნესის მიმართულებით AI-ის ფინანსებში დანერგვისთვის 4 ჯილდო მიიღო

„საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით ქვეყანასა და რეგიონში მოწინავე ადგილს იკავებს. იგი როგორც საცალო მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს მუდმივ რეჟიმში ქმნის. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა კი ბანკის ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის აღიარებაა Global Finance-ის მიერ მინიჭებული 4 ჯილდო, რომლებიც საქართველოს ბანკმა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი ინტეგრაციისთვის მიიღო.

AI in Finance Awards ახალი დაჯილდოებაა Global Finance-ისგან და მისი მიზანია ის ბანკები წარმოაჩინოს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ შესაძლებლობად, არამედ სტრატეგიულ უპირატესობად აღიქვამენ. პროგრამა ხორციელდება CGI-სთან, გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით, რომელიც AI-ის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

კორპორაციული მიმართულებით ჩვენი ხედვა ტრადიციულ საბანკო მომსახურებას სცდება. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი ის ტექნოლოგიური საფუძველია, რომლის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საკუთარი საქმიანობა მეტად ეფექტიანად მართონ, ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ და მუდმივად ცვალებად გარემოს სწრაფად უპასუხონ. ამ ჯილდოებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ბანკი არა მხოლოდ ეხმიანება ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ თავად მოაქვს ცვლილებები რეგიონის ფინანსურ ეკოსისტემაში“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა კორპორაციული მიმართულებით AI in Finance Awards-ის ფარგლებში ჯილდოები შემდეგ კატეგორიები მოიპოვა:

  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებითქვეყნის დონეზე (საქართველო);
  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებითრეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა);
  • ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაშიქვეყნის დონეზე (საქართველო);
  • ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაშირეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს