„საქართველოს ბანკმა“ ბიზნესის მიმართულებით AI-ის ფინანსებში დანერგვისთვის 4 ჯილდო მიიღო

„საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მიმართულებით ქვეყანასა და რეგიონში მოწინავე ადგილს იკავებს. იგი როგორც საცალო მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს მუდმივ რეჟიმში ქმნის. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა კი ბანკის ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამ მიდგომის აღიარებაა Global Finance-ის მიერ მინიჭებული 4 ჯილდო, რომლებიც საქართველოს ბანკმა კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი ინტეგრაციისთვის მიიღო.

AI in Finance Awards ახალი დაჯილდოებაა Global Finance-ისგან და მისი მიზანია ის ბანკები წარმოაჩინოს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ შესაძლებლობად, არამედ სტრატეგიულ უპირატესობად აღიქვამენ. პროგრამა ხორციელდება CGI-სთან, გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით, რომელიც AI-ის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

„კორპორაციული მიმართულებით ჩვენი ხედვა ტრადიციულ საბანკო მომსახურებას სცდება. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი ის ტექნოლოგიური საფუძველია, რომლის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საკუთარი საქმიანობა მეტად ეფექტიანად მართონ, ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ და მუდმივად ცვალებად გარემოს სწრაფად უპასუხონ. ამ ჯილდოებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ბანკი არა მხოლოდ ეხმიანება ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ თავად მოაქვს ცვლილებები რეგიონის ფინანსურ ეკოსისტემაში“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა კორპორაციული მიმართულებით AI in Finance Awards-ის ფარგლებში ჯილდოები შემდეგ კატეგორიები მოიპოვა:

  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით — ქვეყნის დონეზე (საქართველო);
  • საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით — რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა);
  • ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაში — ქვეყნის დონეზე (საქართველო);
  • ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაში — რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის