თენგიზ შარმანაშვილი - სადამდე დაეშვნენ აშშ-ში „ხალხის წარმომადგენლები“? რომელი ქართული დემოკრატიის მებაირახტრე გიორგი ბაჩიაშვილია, რომ ასე გამოენთნენ და „MEGOBARI აქტის“ მიღებას უკავშირებენ

სადამდე დაეშვნენ აშშ-ში „ხალხის წარმომადგენლები“? რომელი ქართული დემოკრატიის მებაირახტრე გიორგი ბაჩიაშვილია, რომ ასე გამოენთნენ და „MEGOBARI აქტის“ მიღებას უკავშირებენ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი სენატორი ჯინ შაჰინის განცხადებას.

მისი თქმით, „ბაჩიაშვილის დონეზე რომ დაეშვება ადამიანი, დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს და იმის დაცვას დაიწყებს ეს უკვე ყველაფრის მანიშნებელია”.

„ერთი ჩვეულებრივი აგენტია, რომელსაც თავის საქმეს აკეთებინებდნენ და ახლა იცავენ, მაგრამ შენიღბულად მაინც გააკეთონ. ბაჩიაშვილის დონეზე რომ დაეშვება ადამიანი, დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენს და იმის დაცვას დაიწყებს. ადამიანის, რომელიც სხვის მატერიალურ ქონებას, ფინანსებს ითვისებდა და ფულს ათეთრებდა, რაზეც ქართულ მართლმსაჯულებას განაჩენი უკვე დაყენებული აქვს, ეს უკვე ყველაფრის მანიშნებელია“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ამასთან, შარმანაშვილი გამოეხმაურა „ჰელსინკის კომისიის“ განცხადებასაც და აღნიშნა, რომ ისინი „წვრილმან არასამთავრობო ორგანიზაციას“ დაემსგავსნენ.

„როდესაც შენი ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის პრეზიდენტს ოფიციალურად ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც ამ ქვეყანასთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა გაქვს, როდესაც შენი დიპლომატიური წარმომადგენლები ამ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს ოფიციალურად ხვდებიან - რა „დე ფაქტო“ ხელისუფლების ტერმინოლოგია აუტყდათ? ქუჩის მომიტინგეები არიან თუ ოფიციალური საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები? ეს ადამიანები ძალიან დავიწროვდნენ და დაკნინებულად იქცევიან - როგორც ჩანს, ვალდებულებები აქვთ ისეთი, რომ სხვანაირად არ შეუძლიათ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია.

„200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია“ - აცხადებს „ჰელსინკის კომისია“, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯინ შაჰინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.

შეგახსენებთ, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო „ლაჩრული ხდება“ და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის „გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმაა“.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე