გიორგი ვაშაძე - მზად ვარ პატიმრობისთვის - თუ ციხეში არ ვიქნებით, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, მამუკა ხაზარაძის განცხადებაში დავინახე ის, რაც არ იყო აქამდე ნათქვამი: ერთიანი სია და ნომერი, ეს ძალიან დიდი რამეა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მზად არის პატიმრობისთვის.

ამის შესახებ ვაშაძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტთან დაკავშირებით ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, პოლიტიკური ოპონენტების დაჭერა მიუთითებს ხელისუფლების სისუსტეზე.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დაქსაქსული პროდასავლური ფლანგი სჭირდება, რათა არ მოხდეს რეალური ალტერნატივის ჩამოყალიბება.

„მე მზად ვარ საპატიმრო დაწესებულებისთვის. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და მერე შევაფასოთ.

ჩვენ არ უნდა მივყვეთ მათ განრიგს, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით უნდა ვიცხოვროთ. რაც შეეხება პატიმრობას, მზად ვართ ამ ყველაფრისთვის და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ზოგადად, როდესაც ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების დაჭერა სჭირდება, ეს მათ სისუსტეზე მიუთითებს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ დაქსაქსულები ვიყოთ. მათი მთავარი ამოცანაა, პროდასავლურ ფლანგზე ვერ მოხდეს გაერთიანება, იმიტომ, რომ გაერთიანება ნიშნავს ალტერნატივის ფორმირებას“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ის განცხადება შეაფასა, სადაც ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „მზად ვართ ყველა კომპრომისისთვის ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით“.

მისი თქმით, ხაზარაძის განცხადებაში პირველად გაჟღერდა ერთიანი სიისა და საერთო ნომრის იდეა, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანი სიახლეა.

ვაშაძის შეფასებით, აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი და კოორდინაცია საჯარო ურთიერთდაპირისპირების გარეშე.

„რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მნიშვნელოვანი სიახლეა ამ განცხადებაში. მე ვარ ერთიანი სიის მომხრე, გაერთიანების... ვხედავ, რომ არის მცდელობა საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ. ვფიქრობ, რომ ზედმეტი საჯარო კომენტარების გარეშე დავსხდეთ და ერთიანი გადაწყვეტილება მივიღოთ.

დღეს რა გარემოებაშიც ვიმყოფებით, ეს არ არის არჩევნები. არ თუ იგივე გარემო გვაქვს რაც 2024 წელს გვქონდა, არამედ გაუარესებულია გარემო: პოლიტიკური პატიმრები ციხეში, პოლიტიკური ოპონენტები ციხეშია ან სისხლის სამართლის გამოძიების ქვეშ, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნება, საარჩევნო სისტემა შეიცვალა, ცესკოს ისევ სანქცირებული ადამიანი მართავს...“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრი რომ უახლოეს დღეებში შეიკრიბოს და საერთო გადაწყვეტილება მიიღოს:

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია კვირის ბოლოს ან შემდეგი კვირის დასაწყისში, თუკი ციხეში არ ვიქნებით, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. წყენები, რაც გვაქვს, განზე გავწიოთ. მამუკას განცხადებაში დავინახე ის, რაც არ იყო აქამდე ნათქვამი - ეს არის ერთიანი სია და ნომერი. ეს არის ძალიან დიდი რამ. წინა არჩევნებზე ერთიანი ნომრით და საერთო სიით რომ გავსულიყავით, დღეს სხვა რეალობა გვექნებოდა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე