ზაზა თავაძე - ქართულმა სახელმწიფომ დაიცვა თავისი მიწა-წყალი ისე, რომ თმის ერთი ღერი არავის ჩამოვარდნია - მარტო გახარია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და არ მიუღია, ჩართული იყო ყველა უწყება, ასევე, ევრომონიტორები

არაერთი მაგალითი გვინახავს ამ წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ ბორდერიზაციას ვეძახდით და ერთადერთი შემთხვევაა, უპრეცედენტო, როდესაც საქართველოს ბოლო 30-წლიანი ისტორიის პერიოდში ქართულმა სახელმწიფომ დაიცვა თავის მიწა-წყალი, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით განაცხადა.

თავაძის თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორც ყველა საჭირო უწყება, ისე ევრომონიტორები იყვნენ ჩართული.

„ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც გრძელდებოდა მცოცავი ოკუპაცია. არაერთი მაგალითი გვინახავს ამ წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ ბორდერიზაციას ვეძახდით და ერთადერთი შემთხვევაა, უპრეცედენტო, როდესაც საქართველოს ბოლო 30-წლიანი ისტორიის პერიოდში ქართულმა სახელმწიფომ დაიცვა თავის მიწა-წყალი და მოხდა ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვა ისე, რომ არავის თმის ერთი ღერი არ ჩამოვარდნია და არავინ ამაში არ დაზარალებულა. როგორც „ოცნების“ ნარატივი ჩვენ გველაპარაკება, რაღაც მილიონი კვადრატული კილომეტრიო, იქ არაფერი არ შეცვლილა, საოკუპაციო ხაზი არავის არსად არ გადაუტანია. ერთადერთი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვა მოახდინა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, როდესაც ჩაიდგა ის საგუშაგო.

მეორე მომენტი აქვთ შემოსადავებლად, რომ ეს თითქოს არავისთან შეუთანხმებია გიორგი გახარიას თავის დროზე, რაც აბსურდია იმიტომ, რომ აქ, როგორც სუს-ი, ისე სხვა უწყებები - თავდაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები - ყველა ჩართული იყო, შესაბამისად, მარტო გახარია ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და არ მიუღია. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ ევრომონიტორები, აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ეს არ მოეწონა ოკუპანტ მხარეს, ეს არ მოეწონათ სეპარატისტებს და მათ გამოთქვეს პრეტენზია.

ეს, იცით, რისი მცდელობაა? ნებისმიერი დავალება, რაც არ უნდა მიიღოს პროკურორმა და გამომძიებელმა, ის ხომ თავის თავს დარტყმის წინაშე არ დააყენებს, ამიტომ არის, რომ ახლა გახარიაც და სხვებიც მეორედ დაიბარეს ამ ე.წ. კომისიაზე, ანუ პროკურატურა ელოდება იმას, რომ არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოხდეს ბრალის ფორმულირება და უნდათ, რომ დამატებითი მტკიცებულებები მიიღონ ამ დამატებითი დაბარებების საფუძველზე“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის