ისრაელი თეირანთან ახლოს რაკეტების წარმოების ობიექტს უტევს

ისრაელი ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს მდებარე ხოჯირის რაკეტების წარმოების ობიექტზე იერიშს ახორციელებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დარტყმების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის ნაწილის მოსახლეობა ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა და შემდეგ განაცხადა, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე დარტყმების სერიას ახორციელებდა.

მედია წერს, რომ ხოჯირის რაკეტების წარმოების ობიექტი მნიშვნელოვანია ირანის ბალისტიკური რაკეტების ინფრასტრუქტურისთვის და ისრაელმა მას 2024 წლის ოქტომბერშიც დაარტყა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა